ოტობაია გური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოტობაია გური − (1953), ნამდვილი სახელი და გვარი − გულადი ფეტელავა. პოეტი, ჟურნალისტი, კინოსცენარისტი, რედაქტორი. დაიბადა სოფელ ოტობაიაში (გალი). 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების მანძილზე იყო ჟურნალ−გაზეთების რედაქტორი. წერს ლექსებსა და რომანებს ქართულ და მეგრულ ენებზე. გამოსცემს ყოველკვარტარულ ჟურნალს „კირბისი“ (ოქროს საწმისი), ოთხტომეული ბელეტრისტული მატიანეს „სუფევას“ ავტორი.
- ოცდაშვიდი ცრემლი
- უკვე გავცდი, ხენო, თამამ კენწეროებს,
- მეხთატეხამ აწი მაინც ამ გულს სჭექოს,
- ისე დავგმე წუთისოფლის სიმყუდროე,
- რომ მზემ ლამის ფრჩხილებიან დამაჭლექოს.
- ოცდაშვიდი ცრემლის ჩქერი წამოვახრჩე,
- ოცდამერვე გამიყენებს, ალბათ, ერწოს,
- ჰოი, ლექსო, სააქაოს უნდა დამრჩე,
- საწუთრელომ რარიგადაც გადამბერწოს.
- კოლხეთიდან წამოვხეთქე წყაროსავით,
- ჩემს სახებას წვავდა მზე სადიადონი,
- გავეკიდე მამულის შუქს სალოცავად
- და სულშიგან ჩავიხუტე იადონი.
- არ ფაჩუნობს ჩემს წიაღში კვდომის ფთილა,
- მკერდზე ზეცა ვარსკვლავებით მაჭედია,
- როგორ ფიქრობთ, გამოვიცვლი აწი ჯილაგს?
- თუმცა ირგვლივ უსულგულო ქაჯეთიამძულს
- ნაკლული ზემეკრობა ყოველივე,
- ავბობოქრდი, ავზვირთდი და ავიმღვერი,
- სულს ისეთი ჰანგი უნდა მოვუვლინო,
- რომ ვერ ზიდოს ქედმა რიხით დანამღერი.
- წლებო, წლებო, დაილეწა ბორკილები
- ოცდაშვიდი ცრემლის ჩქერი წამოვახრჩე,
- წინ ხომლია ლურჯად ამოკოკრილები,
- ჰოი, ლექსო, სააქაოს უნდა დამრჩე!
- ამნაირი აღტკინება კაცს არ ახსოვს,
- ვინაც ერთხელ სიკვდილით არ დაგეშილა,
- ყველა ბალღამს და სამსალას რომ ამოვქსოვ,
- მემჩატება გულს რაც ყამა გახეშილა!
- უკვე გავცდი, ხენო, თამამ კენწეროებს,
- მეხთატეხამ აწი მაინც ამ გულს სჭექოს,
- ისე დავგმე წუთისოფლის სიმყუდროე,
- რომ მზემ ლამის ფრჩხილებიან დამაჭლექოს.