ორტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორტი – (გერმ. ort ადგილი) მიწისქვეშა სამთო ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი არა აქვს ზედაპირზე და გაიყვანება მარგი წიაღისეულის სისქეში განვრცობის ჯვარედინად ან მისდამი რაიმე კუთხით. ორტის დანიშნულებაა მიწის სიღრმეში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადაადგილება მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალთან.