ორმაგი შუშისებრი (ალუბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორმაგი შუშისებური (ალუბლის ჯიში)

ორმაგი შუშისებრი - (Doppelte Glaskirsche.) ალუბლის ეს ჯიში ჰიბრიდული წარმოშობისაა, ბალსა და ალუბალს შორის. მის სამშობლოდ საფრანგეთს სთვლიან. დიდიხანია რაც გატანილი იყო ამერიკაში და იქ ფართოდ გავრცელდა. საქართველოს რაიონებში იშვიათად გვხვდება.

ნაყოფი ლამაზია, მსხვილი და გემრიელი. საშუალო მოსავლიანი ჯიშია. მწიფდება ბლების ჯიშების სიმწიფის საშუალო პერიოდში, ალუბლებისათვის ადრე.

ხე ძლიერი ზრდისაა, ჩამოკიდებული ტოტებით, ხე ჰაბიტუსით ალუბლის ხეს წააგავს. ფოთოლი ალუბლისა აქვს. ყვავილობს გვიან.

ნაყოფი მსხვილია, მობრტყო-მომრგვალო ფორმის. კარგად გამოხატული ღრმა ღარით. ნაყოფის კანი თხელია, ღია წითელი ფერისა, სრულ სიმწიფეში მუქდება. ნაყოფის ხორცი მოყვითალო ფერისაა, ნაზი, ძლიერ წვნიანი. წვენი შეუღებავი აქვს. კურკა მსხვილია, მრგვალი ფორმის.






წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები