ორთოგონალური გეგმილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორთოგონალური გეგმილი – წერტილის ორთოგონალური გეგმილი ℓ წრფეზე (α სიბრტყეზე) ეწოდება მოცემული წერტილიდან ℓ წრფისადმი (α სიბრტყისადმი) გავლებული მართობის (პერპენდიკულარის) ფუძეს.
ფიგურის ორთოგონალური გეგმილი ℓ წრფეზე (α სიბრტყეზე) ეწოდება მოცემული ფიგურის ყველა წერტილის ორთოგონალური გეგმილების სიმრავლეს ℓ წრფეზე (α სიბრტყეზე).