ორგიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორგიები – (ბერძნ.) საიდუმლო რელიგიური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც ღვთაებათა პატივსადებად იმართებოდა.
ორგიების ანუ საიდუმლო წესთა აღსრულება ძირითადად ღამით ხდებოდა მთებში ან ტყიან ველ-მინდვრებზე მუსიკისა და უგონო როკვის თანხლებით. ორგიათა მონაწილეებს ხშირად ხელთ ეპყრათ ანთებული ჩირაღდნები.