ორბელიანი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორბელიანი დიმიტრი − (168? − 1739) ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ტანძიაში (ბოლნისი), გავლენიანი ფეოდალის ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანის ოჯახში. იყო სულხან-საბა ორბელიანის ძმა. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი. ვახტანგ VI-ის თანამდგომი, 1724 წელს მას გაჰყვა რუსეთში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსეთში. აღსანიშნავია მისი ლექსნარევი პროზაული თხზულება „ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის”, სადაც ავტორი აღწერს მტანჯველ სევდას სამშობლო ქვეყნისა და მეუღლესთან განშორების გამო. სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსებში ავტორი აღნიშნავს ძმის დამსახურებას სამშობლოს წინაშე, ხოტბაშესხმული აქვს მისი ლექსიკოგრაფიული ღვაწლი. მას გაულექსავს სახარების ეპიზოდები, და დაუმუშავებია „ანბანთქებანის” ახალი ნიმუშები და სხვა.


* * *
შეჭირვებისა ტვირთები
რავდენი მაძევს ბეჭასა,
მდუღრად მტირალსა ვინც მნახავს,
დამამჰსგავსებენ მე ჭასა,
უგულოს გულით სიცილი
მიგავს მკვდართ კბილთა კრეჭასა,
ხან იმედი მაქვს სოფლისა,
ხან კი დავიწყებ ხმეჭასა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები