ოპერა-ბუფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერა-ბუფა − (იტალ. opera buffa - კომიკური ოპერა), იტალიური ოპერის ჟანრი: საყოფაცხოვრებო სიუჟეტზე აგებული მუსიკალური კომედია. ოპერა-ბუფა წარმოიშვა XVIII ს. რეალისტური კომედიის და ხალხური საყოფაცხოვრებო სასიმღერო შემოქმედების საფუძველზე, როგორც დემოკრატიული ხელოვნების სახეობა. იგი დაუპირისპირდა კარის ოპერა-სერიას. ოპერა-ბუფამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა საოპერო ვოკალური ფორმები: მასში გამოიყენება არიებისა და ანსამბლების სხვადასხვა ტიპები, განვითარებული ფინალები და აგრეთვე რეჩიტატივი. ოპერა-ბუფას პირველი კლასიკოსია პერგოლეზი („მოახლე-ქალბატონი“, 1733). ოპერა-ბუფას განვითარება XIX ს-ში დაკავშირებულია როსინის, დონიცეტის და სხვ. სახელებთან.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები