ონდატრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ონდატრა – (ლათ. Ondatra zibethicus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. აქვს წაბლისფერი ხშირი პრიალა ბეწვი; მისი სხეულის სიგრძე 35 სმ. მასა 1,5 კგ. ცხოვრობს მდინარეების, ტბების პირზე; ონდატრა გაამრავლეს კარწახის ტბის მიდამოებში. ნახევრად წყლის ცხოველია. 1980-იან წლებში აქედან გავრცელდა ჯავახეთის თითქმის ყველა ტბაში.