ოლჯეითუ-ხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლჯეითუ-ხანი ღიას ალ-დინ მუჰამედ ხუდაბანდე, (დ. მარტი, 1278 — გ. 17 დეკემბერი, 1316, სოლთანიე), ილხანთა სახელმწიფოს ყაენი. საშინაო პოლიტიკაში აგრძელებდა ყაზან-ყაენის კურსს. მის დროს სამხედრო საქმეებს განაგებდნენ და მონღოლთა ულუსის მეთაურები იყვნენ ამირები კუთლუღ-შაჰი და ჩობანი. ნომინალურად სამოქალაქო მმართველობის სათავეში იყო ვეზირი სად ალ-დინი, ფაქტობრივად კი – რაშიდ ალ-დინი. განაახლა მშენებლობა ქ. სულთანიესი (ყაზვინის მახლობლად), რომელიც ილხანთა სატასტო ქალაქი გახდა. ოლჯეითუ-ხანი, რომელიც ბავშვობაში ქრისტიანულად დედამ მონათლა, ხოლო შემდეგ სუნიტი მუსლიმი გახდა, საბოლოოდ შიიზმისკენ გადაიხარა, მაგრამ მის ცდას, შიიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა, წინ აღუდგა ირანის სუნიტური სამღვდელოება.

1307 შემოიერთა ნახევრად დამოუკიდებელი გილანი. აგრძელებდა მტრობას საღათავლებთან და ოქროს ურდოსთან; ცდილობდა, დაეპყრო მამლუქთა კუთვნილი სირია და ეშოვნა მოკავშირეები ევროპის სახელმწიფოებში. მისი ელჩები ეწვივნენ საფრანგეთის მეფეს ფილია IV ლამაზს, ინგლისის მეფეს – ედუარდ II-ს, რომის პაპს – კლემენტ IV-ს, რომლებმაც სიტყვიერად დახმარება აღუთქვეს ილხანთა გამგებელს, მაგრამ ფაქტობრივად აღარაფერი გააკეთეს. 1312-13 ილაშქრა სირიაში. მონღოლები, რომელთა ლაშქარში ქართველებიც იყვნენ, შემოეწყვნენ ქ. რაჰბას, მაგრამ ვერ აიღეს ის და იძულებულნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები