ოლოდას წყლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოლოდა, ოლოდას წყლები – მინერალური წყლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ვარძიის სიახლოვეს. შემადგენლობით ახლოს არის ურაველის წყაროებთან. მიეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმ-მაგნიუმიან ჯგუფს, საერთო მინერალიზაცია – 2.9 გ/ლ