ოლიმპიური ემბლემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლიმპიური ემბლემა - ოლიმპიურ დროშაზე ერთად დატანილი ოლიმპიური სიმბოლო და ოლიმპიური დევიზი - „სწრაფად, მაღლა, ძლიერად“, ქმნის ოლიმპიურ ემბლემას.

საკუთარი ემბლემები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსაც. როგორც წესი, ეს ემბლემები ხუთი ოლიმპიური რგოლისა და რაიმე განმასხვავებელი ნიშნის შერწყმით იქმნება. აქვეა დატანილია იმ ქვეყნის სახელწოდება, რომელსაც ემბლემა ეკუთვნის.

თავისი ემბლემა-ლოგოტიპი აქვს თითოეულ ოლიმპიადას. თამაშების ოფიციალურ ემბლემას ოლიმპიური სიმბოლოსთან ერთად ქმნის თამაშების მასპინძელი ქვეყნის რომელიმე ნაციონალური სიმბოლო, ან მასპინძელი ქალაქის რაიმე ღირსშესანიშნაობის სტილიზებული გამოსახულება. როგორც წესი, თამაშების ოფიციალურ ემბლემაზე მითითებულია ოლიმპიადის ჩატარების თარიღი და მასპინძელი ქალაქი.

ერთი ვერსიით, პირველი ოფიციალური ემბლემა 1932 წელს ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე გამოჩნდა. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პირველ ლოგოტიპად 1936 წლის ბერლინის თამაშების ემბლემა უნდა ჩაითვალოს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები