ოინომაოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოინომაოსი.
კრატერის ფერწერა (ძვ.წ. 380-170 წ.წ.), ნეაპოლი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

ოინომაოსი(ბერძნ.) ელისის მეფე. არესის ძე, ჰიპოდამეას მამა.


ორაკულის წინასწარმეტყველებით, ჰიპოდამეას ქორწინება შეიწირავდა ოინომაოსს. ამიტომ მეფემ განაცხადა, ქალიშვილს მხოლოდ იმ გმირს მიათხოვებდა, ვინც მას ეტლით სრბოლაში დაამარცხებდა. არესის მიერ ნაბოძები სწრაფი ცხენებით ოინომაოსი მუდამ წინ უსწრებდა სასიძოს და თავისი ოროლით სიცოცხლეს უსწრაფებდა. გმირმა პელოფსმა მოისყიდა მეფის მეეტლე მირტილოსი, რომელმაც ეტლის ღერძიდან ჭილიბი ამოაძრო. შუა სრბოლისას ეტლი დაიშალა და მეფე სასიკვდილოდ დაშავდა. მითოსის სხვა ვერსია გვამცნობს, რომ დამარცხებულმა მეფემ თავი მოიკლა. არსებობს გადმოცემაც, თითქოს პელოფსმა თავად მოიგო ეს შეჯიბრი, რადგანაც მის ეტლში პოსეიდონის ცხენები იყო შებმული.


ოინომაოსის მითოსზე ტრაგედიები შეუქმნიათ სოფოკლესა და ევრიპიდეს. ამ ტრაგედიებმა ჩვენამდე ფრაგმენტულად მოაღწიეს.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები