ოდა სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოდა სახლი

ოდა სახლისაცხოვრებელი სახლის ტიპი, რომელიც ოდების, ცალკეული ოთახებისაგან შედგებოდა.

ოდა სახლს შუადერეფანი არ ახასიათებდა. ოდა სახლის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ბუხრების ცენტრალური დაგეგმარება იყო, რომლის ირგვლივაც ოთახები იყო გამართული. ამგვარი განვითარება საკუთრივ ცეცხლის სანთები ადგილის - ბუხრის ახალმა ფორმამ განაპირობა. ოდა სახლის ბუხარი ერთ საერთო საკვამურზე იყო აგებული, თუმცა მას ყოველ ოთახში დამოუკიდებელი „ცეცხლაპირი” – ცეცხლის სანთები გააჩნდა. ეს იყო სხვადასხვა ოთახებში არსებული ბუხრების ერთ ადგილზე − ოდა სახლის შუაზე კონცენტრაცია. ამ გარემოებამ კონსტრუქციული და ეკონომიკური თვალსაზრისით, სახლის ოპტი- მალური ვარიანტი ჩამოაყალიბა და იმავდროულად ოდა სახლს მკვეთრად გამორჩეული დაგეგმარება შესძინა.

ოდა სახლის მეორე დამახასიათებელ თვისებას ფასადის მხარეს, სახლის მთელ სიგანეზე, ოთახების გასწვრივ არსებული აივანი წარმოადგენდა. სახლეულის ძირითად სამყოფ ოთახსა და მის გვერდით არსებულ ოთახში შესასვლელი კარებიც აივნიდან იყო მოწყობილი. ოდა სახლის მომდევნო დამახასიათებელი თვისება აივნის მხრიდან კარისა და სარკმლების განლაგების გარკვეული კანონზომიერება: კარი-სარკმელი, შემდგომ კვლავ კარი-სარკმელი იყო. დიდი ოთახების შემთხვევაში სხვა ვარიანტიც გხვდებოდა, კერძოდ, სარკმელი − კარი − სარკმელი და შედგომ კვლავ სარკმელი − კარი − სარკმელი.

ზემო აჭარისათვის ოდა სახლი იშვიათი იყო. იგი, ძირითადად, ქვედა აჭარისათვის, განსაკუთრებით, კინტრიშის ხეობისათვის იყო დამახასიათებელი. გვხვდებოდა, ასევე, ბათუმისა და ხელვაჩაურის მიმდებარე სოფლებში. იგი კოლხური ოდა-სახლის გეგმის კომპოზიციას იმეორებდა და, დღემდე, უმეტესად, ორსართულიანი სახლის სახითაა მოღწეული. ასეთ შემთხვევაში აქაური ოდა-სახლი ქვით ნაგებ პირველ სართულზე იყო შედგმული და მას „პალატიან სახლსაც” ეძახდნენ, რადგანაც მის პირველ სართულს პალატი ერქვა. პალატის კედლები უპირატესად თლილი ქვისაგან უხსნაროდ, მშრალი წყობით იგებოდა. ბოლო ხანებში ოდა სახლის ტიპებში აშკარად იკვეთება აჭარული და ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლების ხუროთმოძღვრულ-კონსტრუქციული ხერხების შერწყმის ტრადიცია.


ლიტერატურა

ადამია; 1956:53-59.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები