ნუცუბიძე ლილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლილი ნუცუბიძე

ნუცუბიძე ლილი − (1927 − 2002), ქართველი პოეტი. დაიბადა ქუთაისში, განათლება იქვე მიიღო, სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; 1953 წელს კი ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ლექსებს ადრეული ასაკიდან წერდა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ორმოცამდე პოეტური კრებულია და უამრავი ამღერებული ლექსი. 1954 წელს გამოქვეყნდა, მისი პოეტური ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, კრებულებში, ალმანახებსა და ანთოლოგიებში. 1959 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული. პირველ წიგნს მოჰყვა კრებულები: „დედა და პოეტი” (1967), „ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის” (1969), „ვინ მიამბობს ზღაპარს” (1969), „გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ?!” (1970), „ყვავილების დედოფალი” (1972), ლექსები (1972), ლექსები (1975), „მამულო ჩემო” (1975), „უცნობი კარუსელი” (1976), „ჩემი აკაცია” (1978), „ვალი გადაუხდელი” (1981), ლექსები (1982), „მზე უღიმის პატარებს” (1982), „ჩემი ლაჟვარდი” (1986), „ფიფქის სიმღერა” (1987), „ზამთარი მაინც არის ზამთარი” (1988), „მოვდივარ შენთან” (1989), „სიმღერა სიყვარულზე” (1990), „მოლოდინი” (1990), „მურიას თავგადასავალი” (1992), „სიყვარული და ცრემლები” (1993), „სათაფლიაზე ორი კვალია” (1995), „ქუთაისისთვის რაც მიმღერია” (1995), „თუ ვინმე გიყვარს” (2008), „რაც გულზე ამოვიქარგე” (2013)


* * *
აბა, მითხარ, სად წავიდე,
გაზაფხული მოდის...
ამ ჭადრების გადამკიდე,
მივეჩვიე ლოდინს.
როგორ დავთმო მე რიონი
ჩქერი წმინდა ყოვლად,
ჩემი უქიმერიონი -
ჩემი ფიქრის გორა.
ამ ლაჟვარდებს ავეკიდე,
მზის წამწამთა ჩეროს...
მე შენს იქით სად წავიდე,
სიყვარულო ჩემო...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები