ნოღელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნოღელა,(ონოღია) – მდინარე აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 680 მ-ზე. სიგრძე 51 კმ, აუზის ფართობი 130 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. ჩამონადენის მაქსიმალური ივლისსა და ნოემბერში, მინიმალური — ზამთარში.