ნორმალური განტოლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნორმალური განტოლება

1) წრფის განტოლება სიბრტყეზე, რომელსაც აქვს ასეთი სახე: x cosα + y sinα - p = 0. აქ x, y – წრფის წერტილის დეკარტის კოორდინატებია, cosα, sinα – წრფის მართობული ერთეულოვანი ვექტორის კოორდინატები, p (p>0) – მანძილი კოორდინატთა სისტემის სათავიდან წრფემდე.

სიბრტყეზე წრფის Ax + By + C = 0 განტოლება დაიყვანება ნორმალურ სახეზე მანორმირებელ λ მამრავლზე გამრავლებით:

Normanuli001.png ნიშანი აიღება C-ს ნიშნის საწინააღმდეგოდ.


2) სიბრტყის ნორმალური სახის განტოლება:

x cos α + y cosβ +z cosγ – p = 0, (p>0)

სადაც P – კოორდინატთა სათავიდან სიბრტყეზე დაშვებული პერპენდიკულარის სიგრძეა, ხოლო cosα, cosβ, cosγ – პერპენდიკულარის მიმართულების კოსინუსები:

Normanuli003.png

სიბრტყის ზოგადი სახის Ax + By + Cz+ D = 0) განტოლება დაიყვანება ნორმალურ სახეზე, მანორმირებელ λ მამრავლზე გამრავლებით:

Normanuli005.png


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები