ნონიაშვილი ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნოდარ ნონიაშვილი – დაიბადა 1947 წლის 10 აგვისტოს დმანისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1970); ასპირანტურა (1975).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- სპარსული ენის თარჯიმანი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, დმანისის საარჩევნო ოლქი, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).