ანდღულაძე ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნოდარ ანდღულაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ ანდღულაძე

ნოდარ ანდღულაძე - (13. XII. 1927. თბილისი. 30. I. 2013.თბილისი), ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი) და პედაგოგი. დავით ანდღულაძის შვილი. საქართველოს სახალხო არტისტი (1965). ზ. ფალიაშვილის სახელობის (1977) პრემიის ლაურეატი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის (1995) და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის (1998) ნამდვილი წევრი, დავით ანდღულაძის სახელობის ქართული ვოკალური კულტურის ფონდის პრეზიდენტი (1997). ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1954).

1950 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 თბილისის კონსერვატორია. 1956-იდან თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1961-62 სტაჟირება გაიარა მილანის საოპერო თეატრ - „ლა სკალაში“ (პედაგოგი ჯ. ბარა).

ანდღულაძეს ჰქონდა ძლიერი, ლამაზი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი და გამომსახველი ხმა. მისი შესრულებისათვის დამახასიათებელი იყო დახვეწილი მუსიკალური ფრაზირება. სცენური ოსტატობა. პარტიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აბესალომი. მალხაზი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“). ტარიელი (მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), მინდია, არზაყანი (თაქთაქიშვილის „მინდია“, „მთვარის მოტაცება“), გერმანი (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“). რადამესი, მანრიკო, ჰერცოგი, ოტელო (ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „რიგოლეტო“, „ოტელო“), ედგარი (დონიცეტის ლუჩია დი ლამერმური“), კანიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ტურიდუ (მასკანის „სოფლური ღირსება“), ლოენგრინი (ვაგნერის „ლოენგრინი“), ჰეროდე (შტრაუსის „სალომე“) და სხვ. ანდღულაძე გამოდის კამერული რეპერტუარითაც. გასტროლები გამართა საზღვარგარეთის ქვეყნებში.

1968-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი იყო, 1981-იდან – პროფესორი. 1974-იდან – სოლო სიმღერის კათედრის გამგე, მისი მოწაფეები არიან: ლ. ათანელიშვილი, ნ. გამგებელი, თ. გუგუშვილი, გ. კარიაული, პ. სვანიძე, მ. სილაგაძე. მ. ქობალიანი, ა. ჭურღულია და სხვ. ა. ავტორია გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიისა და მეთოდიკის დარგში (წიგნი „Homo cantor“, თბ. 1997) (მ. ახმეტელი)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნოდარ ანდღულაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები