ნიჭი (სარიტუალო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიჭი (ინგუშ. НычI) – ხატისთვის შესაწირი თეთრი ფერის შალის ძაფის გორგალი, ცოტაოდენი ამბის ფთილა, თეთრი ფერის ქსივილის ნაჭერი, თეთრი მონეტა. ფ. გორეპეკინისა და ბ. ალბოროვის თანახმად, ნიჭი ეწოდება მაღი-ერდას სალოცავში დაცულ ზანზალაკებიან დროშა, რომლის ტარზე თეთრი ფერის ქსოვილია შებმული. ასეთი დროშა ელგაციდან მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოჰქონდათ: მოუსავლიანობის პერიოდში, მიწაზე საზღვრის დადგენისას და მფარველი წმინდანის წინაშე ჩადენილი ცოდვის მოსახსნელად.

ინგუშური НычI, როგორც ჩანს, ქართულიდან არის ნასესხები (ნიჭი „საბოძვარი“ – საბა).


ლიტერატურა

  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Труды Ф. И. Горепекина. СПб., 2012;
  • Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები