ნისკარტი (ფრინველის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნისკარტი − ფრინველის ორგანო, რომელსაც ქმნის მოგრძო უკბილო ყბები და ფარავს რქოვანი შალითა – რამფოთეკა. სხვადასხვა ფრინველს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნისკარტი აქვს. ზოგი მსხვერპლის დაჭერას და ზოგჯერ მის დანაწევრებას ემსახურება. სხვები მომარჯვებულია კაკუნის, ქექვის, ბუმბულის წმენდის, ბუდის აგებისათვის და სხვ. ნისკარტის ამ სხვადასხვაგვარ ფუნქციას ხელს უწყობს ზედა ნისკარტის მოძრაობა, რომელსაც შეუძლია მობრუნდეს ზემოთ და ქვემოთ ან შუაში მოიხაროს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები