ნიკოლოზ გულაბერისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიკოლოზ I გულაბერისძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ გულაბერისძე – (XII ს. მეორე ნახევარი, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, მწიგნობარი, საეკლესიო მოღვაწე (საქართველოს პატრიარქი 1176-1190). ქვეყნის სასულიერო იდეოლოგიის მეთაური (იგი, ბერად აღკვეცილი, თამარმა იერუსალიმიდან გამოიწვია). ნიკოლოზს, პეტრიწონის სკოლის მიმდევარს, მრავალი თხზულება უთარგმნია. ბერძნულიდან, დაუწერია ორიგინალური საგალობლებიც, რომლებიც მწუხრისა და ცისკრის ჟამს იკითხებოდა სვეტიცხოველობას (მასვე შეუდგენია ამ დღესასწაულის წესი). საინტერესოა მისი „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კვართისა საუფლოსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ“. აქ ავტორი განმარტავს, თუ რატომ მოაქცია საქართველო ქალმა — წმიდა ნინომ და რატომაა საქართველოს მეფე ქალი — თამარი. ქალის კულტი, რომელიც შემდგომ „ვეფხისტყაოსანში“ ესთეტიკურ ფენომენად იქცა, ნათლად აირეკლა ამ თხზულებაში. ამდენად, ეს ნაწარმოები სახელმწიფოებრივი გამომხატველად გვევლინება.

მაგრამ, ამასთან ერთად, ეს საგალობელი სხვა მხრივაც არის დიდად საგულისხმო. მასში მოცემულია ბერძენთა და ქართველთა ეროვნული რაობის თავისებური განსაზღვრა: „რომელნიმე ნათესავნი ლბილ და დედალ არიან და ფრიად მოსწრაფე ენამჭევრობისა და ფილასოფოსობისათვის და საკვირველი რაჲმე გულსმოდგინება და ტრფიალებით მოუგიეს გამოძიებათა რომელთათვისმე ღვთისათაცა და კაცობრივთა და ყოველთავე დაბადებულთათვისცა და ამით უკვე სახითა რეცა მძლეობენ ყოველთა ზედა სილაღითა გონებისათა ვითარცა ზეშთა ქნილნი და ენამჭევრობათა და სიბრძნეთა თვისთა მიმართ მინდობილობენ, რათა სიბრძნით მოხელოვნებითა ენისათა ნუგეშინისცემდენ სვინიდისითა ცხოვრების თვისისათა, ვითარ სახედ არნ ელინნი, ესე იგი ბერძენნი. ხოლო კვალად სხვანი არიან ბუნებით სადაგნი და მარტივნი და გონებით წრფელნი, სიმართლესა ცხოვრებისასა და უღელსა უმანკოებისასა მზიდველნი და მხოლოდ ღვთისა ოდენ და მკლავისა თვისისა მოსავნი, რომელითაცა უკვე გამოისახვის და საცნაურ იქმნების სიქველე ჭაბუკისა, ვითარცა, აჰა ესერა, არს ნათესავნი ჩვენ ქართველთანი… რამეთუ ვითარცა საცნაურ არს ყოველთა მიერ, უეჭველად ესევითარი ბუნება პირველითგანვე უკვე დამცველობს ნათესავთა შორის ქართველთასა…“


ტექსტი

  • საქართველოს სამოთხე, 1882, გვ. 69-118.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები