ნიკოლოზ დვალის წამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ დვალის წამება – (XIV ს.), სვინაქსარული ტიპის ჰაგიოგრაფიული ძეგლი. მოგვითხრობს ჯვარის მონასტრის ბერის ნიკოლოზის წამების ამბავს. ნიკოლოზი ჯერ კლარჯეთის უდაბნოებში იყო მონაზვნად, მერე იერუსალიმს დაემკვიდრა ქართველთა ჯვარის მონასტერში. მოღვაწეობდა კვიპროსის ქართველთა მონასტერშიც, შემდეგ კვლავ იერუსალიმს დაბრუნდა. აქედან მოძღვარმა დამასკოს გააგზავნა, დამასკოში ორგზის საჯაროდ „გინებულ ყო“ მაჰმადიანობა. ქალაქის ამირამ შეიპყრო და გაუგზავნა ამირათ-ამირას დენგიზს, რომელმაც ნიკოლოზის გამაჰმადიანება მოიწადინა. რაკი ბერმა უარი თქვა, თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1314 წ.

ძეგლი მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს პალესტინის ქართული სამონასტრო კოლონიის შესახებ. მისი ავტორია ჯვარის მონასტრის უცნობი ქართველი მოღვაწე, ნიკოლოზის წამების თვითმხილველი. ტექსტი შემოგვინახა გიორგი ათონელის დიდი სვინაქსარის იერუსალიმურმა ნუსხამ.


ტექსტი და ლიტერატურა

  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, 1968, გვ. 348-351, 119-125.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები