ნიკიტინი ბორის
ბორის ნიკიტინი — (დ. 5 მარტი, 1938, თბილისი — გ. 20 ოქტომბერი, 1984, თბილისი), მოცურავე, თავისუფალი სტილი. მელბურნის ოლიმპიური თამაშების (1956) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა 4X200 მ III ადგილი; 400 მ XVI ადგილი), რომის ოლიმპიური თამაშების (1960) მონაწილე (ესტაფეტა 4X200 მ VIII ადგილი), ევროპის ჩემპიონი (1958 – ესტაფეტა 4X200 მ) და მეორე პრიზიორი (1958 400 მ), ახალგაზრდობის მეგობრული სპორტული თამაშების ორგზის ჩემპიონი (1957 1500 მ, ესტაფეტა 4X200 მ) და მეორე პრიზიორი (1957 400 მ), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1956-60 400 მ; 1957 1500 მ) და სამგზის მესამე პრიზიორი (1958 1500 მ; 1963 კომპლექსური 400 მ, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის სამგზის რეკორდსმენი: 400 მ 4.34.6 წთ (1956), 1500 მ 18.28.2 წთ (1957), 1500 მ 18.25.2 წთ (1957). საუკეთესო პირადი შედეგები: თავისუფალი სტილით 100 მ 58.0 წმ, 200 მ 2.07.8 წთ, 400 მ 4.30.8 წთ, 800 მ 9.32,8 წთ, 1500 მ 18.22,4 წთ; კომპლექსური 200 მ 2.29.4 წთ, 400 მ 5.03.3 წთ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.