ნერვული შეტევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ნერვული შეტევა“ - (ესპან. ataque de nervios) ლათინო-ამერიკული სინდრომი, რომელიც მოიცავს ემოციურ ლაბილობას, ვერბალურ და ფიზიკურ აგრესიას, აგრეთვე მკერდიდან თავისკენ აღმავალი შეხურების შეგრძნებას; ხშირად პროვოცირდება ფსიქოტრავმული ფაქტორებით, უეცარი, მოულოდნელი დანაკარგით ან ოჯახური კონფლიქტებით (მაგალითად, განქორწინება, ურთიერთობის გაწყვეტა, სიკვდილი).