ნეონატურალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეონატურალიზმიაბსტრაქციონიზმის ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო „ინფორმალური“ ფერწერის იტალიურ ვარიანტს. ეს მიმდინარეობა აღმოცენდა როგორც რეაქცია „აკადემიურ“ აბსტრაქციონიზმზე. ნეონატურალისტები პრეტენზიას აცხადებენ თავიანთი ნამუშევრების – ემოციურ შინაარსზე, ბუნებასთან ემოციურად გამსჭვალულ კონტაქტზე. ბუნება, ნატურა მათ მიერ განიხილება როგორც სულიერი მდგომარეობის სიმბოლო, როგორც მხატვრის ემოციური განწყობილების ანალოგია. ესაა „სულის პეიზაჟები“, „შინაგანი ყოფის ნატურმორტები“ და ა.შ. ტილოზე სტიქიურად, თითქმის ავტომატურად დაფენილი ფერადი ლაქები ქაოსს წარმოქმნიან, სურათის შექმნისას ნეონატურალისტების მიერ უარყოფილია გონების მონაწილეობა, როგორც უშუალოდ გამოხატვის თავისუფლების ხელის შემშლელისა. ნეონატურალისტები ცდილობენ გამოხატონ მხატვრის სევდისა და მარტოობის შეგრძნება.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები