ნეოლოგიზმები (ფსიქიატრიული ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოლოგიზმები - პაციენტის მიერ გამოგონილი ისეთი სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ავადმყოფური გამოცდილების აღსაწერად. ნეოლოგიზმები უნდა განვასხვაოთ სიტყვების არასწორად წარმოთქმის, დაბალი განათლების მქონე ადამიანების მიერ სიტყვების არასწორი მნიშვნელობით ხმარების, დიალექტის, ბუნდოვანი ტექნიკური ტერმინებისა და იმ შეთხზული სიტყვებისაგან, რომლებსაც ზოგიერთი ოჯახი გასართობად იგონებს. იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის სიტყვა ნეოლოგიზმს, ინტერვიუერი უნდა შეეკითხოს პაციენტს, თუ რა მნიშვნელობას დებს ის ამ სიტყვაში. ნეოლოგიზმები ყველაზე ხშირად ქრონიკული შიზოფრენიის დროს გვხვდება.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები