ნემსიწვერა (Geranium sanguineum L.)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნემსიწვერა - (Geranium sanguineum L.); ოჯახი: ნემსიწვერასებრნი (Geraniaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული თეთრი ბეწვით შემოსილი. ღეროს სიმაღლე 20-50 სმ-ია. ფოთოლი მომრგვალოა ან თირკმლისებური, 5-7 ლანცეტა ან ვიწრო-ელიფსურ სეგმენტად გაყოფილი, რომლებიც, თავის მხრივ, 2-3 ნაწილად იყოფა. საყვავილე ღერძი ერთყვავილიანია. ჯამის ფოთლებს აქვთ მოკლე წვეტი, გაფარჩხულბეწვიანი. გვირგვინი სისხლისფერ-წითელია. ყვ. ნაყ. V-X. მცენარე გავრცელებულია ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებში. მისი ნახვა შესაძლებელია დედოფლისწყაროს მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.