ნელევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნელევსი(ბერძნ.) პილოსის მეფე. ეოლიელი დედოფლის, ტიროსა და პოსეიდონის ძე.

ტირომ მიაგდო თავისი ტყუპები – ნელევსი და პელიასი, რომლებიც მალულად შვა და ცოლად გაჰყვა იოლკოსის მეფე კრეთევსს. ჩვილები იპოვნეს მწყემსებმა და აღზარდეს. კრეთევსის გარდაცვალების შემდეგ ძმები ერთმანეთს აეშალნენ იოლკოსის სამეფო ტახტის გამო. ნელევსი დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო მესენიაში, სადაც ცოლად შეირთო ქლორისი, რომლისგანაც 12 ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. მესენიაში ნელევსმა დააარსა ქალაქი პილოსი და პილოსელ მეფეთა მამამთავარი გახდა. როდესაც ჰერაკლეს იფიტოსი შემოაკვდა, ნელევსს ეწვია და ცოდვათაგან განწმენდა სთხოვა. ნელევსმა იგი არ მიიღო. ჰერაკლემ მოგვიანებით ამოხოცა მისი ყველა ვაჟი ნესტორის გარდა. სწორედ ნესტორი დაეპატრონა ბოლოს პილოსის სამეფო ტახტს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები