ნაცვლიშვილი პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაატა ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილი პაატა − (1952), ქართველი მხატვარი ჟურნალისტი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1976 წელს კი − ხელოვნების ფაკულტეტი. 1974-1976 წლებში მუშაობდა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” ლიტმუშაკად, 1976-1978 წლებში − გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტი”-ს კორესპონდენტად, 1978-1984 წლებში ჟურნალ „მართვე”-ს ლიტმუშაკად, 1980-1984 წლებში − საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად, 1984-1985 წლებში − საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, 1988 წლიდან გაზეთ „სამშობლო”-ს რედაქტორია. გამოცემული აქვს არაერთი პროზაული კრებული, ასევე ლექსების კრებულები: „სიყვარულის გაგრძელება” (1983), „სიყვარულის დასაწყისი” (1986), „სიყვარულის დასასრული” (2001), „ხელოვნური ყვავილები” (2014).


გვანცას გასაბინება
საბას დედას სახელად უნდა ერქვას საბინა,
საბას შემოუკეცოს უნდა ღამით საბანი.
ეს ბლოკნოტი ნეტავი მალე გამავსებინა,
ბევრი მყავდეს მკითხველად
ნეტავ სულხან-საბანი.
რომში, საოცნებოში, ნეტავ გვაღირსა ბინა,
აიაზმაც გვაღირსა ნეტავ პირდასაბანი,
„ნივეას“ და „სეიფგარდს“ ეტოლება „საბონი“,
სამივეს მირჩევნია პრინც მაჩაბლის „აბანო“.
პარიზო და მადრიდო, ბონო და ლისაბონო,
არაბულ ცხენს მოელის რომში ვირის აბანო...
როგორ მშვიდად იღვიძებს პლეხანოვის უბანი,
მაუსებმა ეჟვანი უნდა კატას აბანო!
ხმები საკრიმანჭულე, საპირველე, საბანე,
ნეტავ ამ სიჩუმეში ისრად ჩამასობინა,
საბობმარლო, საპრინცო, სასტინგო და საბონო,
„რაე“ ვერ ვთქვი, საბრინა უცებ გახდა საბინა.
ტაიმს-ნიუ-რომანი, არიალი, საბონი...
„ბრასელს აირლაინსად“ გადაკეთდა „საბენა“,
ავფრანგულდი:
„ჟევუზემ“, „სელავი“ და „სებონ“-ი...
გვანცას უნდა დავარქვა მე დღეიდან საბინა!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები