ნაშხეფბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაშხეფბეტონი

ნაშხეფბეტონი – ცემენტის, ქვიშისა და ხრეშის (ღორღის) მშრალი ნარევი, რომელიც საჭირო ზედაპირზე დაიტანება დაშხეფებით 4-6 ატმ. წნევის ქვეშ. ნარევი შლანგიდან გამოსვლის წინ წყლით სველდება. იგი 100-120 მ/წმ სიჩქარით ეშხეფება დასაბეტონებელ ადგილს და ეკვრის მას, რითაც ქმნის ბეტონის მტკიცე ფენას. ნაშხეფბეტონის თითოეული ფენის მინიმალური სისქეა 25-30 მმ. მისი დატანა ხდება ჰორიზონტალურ ზოლებად ქვევიდან ზევით. ზოლების სიგანე მექანიზებული დაშხეფებისას უნდა იყოს 40-50 სმ, ხოლო ხელით დაშხეფებისას – 60-70 სმ. ნაშხეფბეტონის მოწყობის ტექნოლოგია თავისებური პროცესია, რის გამოც მის შემადგენელ ნაწილებს წაეყენება სპეციფიკური მოთხოვნები. ნაშხეფბეტონი ძირითადად გამოიყენება გვირაბებში დროებით და მუდმივ სამაგრებად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები