ნაღველა (Gentiana cruciata L.)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაღველა – (Gentiana cruciata L.); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მრავალი ღეროთი, აღმავალი, თანაბრად შეფოთლილი. 10-50 სმ. სიმაღლის. ფოთლები ტყავისებურია, პირისპირ განლაგებული. კვერცხისებურ-ლანცეტა, მჯდომარე, კიდეებზე ხორკლებიანი. ყვავილები იღლიურია, ლურჯი ფერის, პატარა გადანაღუნით და მკრთალი ფერის მილით ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ტყის პირებზე, ველობებზე, ბუჩქნარებში, ნატყევარ ადგილებში. ტყის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში, სოფელ შალაურის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.