ნატახტრს კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატახტრის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში. ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით. თარიღდება ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5,1 X 4,1 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში და სარკმლებთან უფრო დიდი ზომის ქვებია გამოყენებული. კედლებში მთელ სიგრძეზე ხის ძელები ყოფილა დატანებული (შემორჩენილია ბუდეები). შიგნიდან და გარედან ტიმპანით დასრულებული შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნალისებრ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. ასეთივე ნიშია ჩრდილოეთის კედელში, აფსიდის მხართან. გრძივ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები