ნარმანია ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ნარმანია

ნარმანია ზურაბ — (1955 − 2000), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. 1981 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. პირველი ლექსები: „ჩემი სახლია...”, „მიიძინებენ ლაჟვარდების ლურჯი ბაღები...”, „სივრცის მსუბუქი...”, „ღამეს მშიერი მისდევს ავაზა...”, „თუმცა არ ვიცი...” გამოაქვეყნა ჟურნალ ცისკრის 1977 წლის მეოთხე ნომერში. პირველი პოეტური კრებული „უსაფეხურო კიბე” 1986 წელს გამოსცა „მერანში”. 1992 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა ზურაბ ნარმანიას მიერ თარგმნილი აბდურახმან ავტორხანოვის „სტალინის სიკვდილის საიდუმლო”, ხოლო 1998 წელს წიგნად გამოსცა ქართულად თარგმნილი მაქსიმილიან ვოლოშინის პოემა „კაენის გზით” (მატერიალური კულტურის ტრაგედია). 1983-2000 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” თანამშრომელი.


* * *
ცაზე კრუხივით ჩამოჯდა მზე და
თბებოდა კვერცხი ჩაძირულ ნავში;
და ჭიშკარივით გაიღო დედა
და შინ ტირილით დაბრუნდა ბავშვი:
− ვისია კოვზი ვარსკვლავით სავსე?
ზეცის სიფითრე ვის სახეს შვენის?
ამ უდაბნოში ვის დავემსგავსე?
მითხარით ვინმემ სახელი ჩემი.
– ის, ვინც გისროლა, ალბათ, ცის არი,
მიაყურადე სივრცეთა სიცილს –
ისე მიფრინავ, როგორც ისარი,
მაგრამ სამიზნე არავინ იცის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები