ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება - ტრადიციულად, განასხვავებენ ნარკოტიკულ საშუალებებზე ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას. DSM-IV-ში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება კატეგორიზებულია ფიზიოლოგიურ და არაფიზიოლოგიურ დამოკიდებულებად.

ფიზიოლოგიური დამოკიდებულების დიაგნოზს სვამენ მაშინ, როდესაც ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარებელი ტოლერანტობას ავლენს ნარკოტიკული ნივთიერებების ფარმაკოლოგიური ზემოქმედების მიმართ ან, როდესაც მას მათი მოხმარების შემცირებისას აღკვეთის სინდრომი უვითარდება. როგორც ფიზიოლოგიური, ასევე არაფიზიოლოგიური დამოკიდებულების მთავარ მახასიათებელია ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ძლიერი სურვილი და მის მოპოვებაზე მიმართული ქცევა. ამას განაპირობებს ნარკოტიკული ნივთიერების, როგორც დადებითი განმამტკიცებლის, მოპოვების განუწყვეტელი საჭიროება. აქ, ალბათ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასწავლისა და განპირობების ფაქტორები (Robbins and Everitt, 1999).

უნდა აღინიშნოს, რომ არაფიზიოლოგიური დამოკიდებულების შემთხვევაშიც კი, ისეთი ფენომენები, როგორებიცაა ნარკოტიკის მიღების ძლიერი სურვილი და დისფორია, თავის ტვინის ფუნქციის შეცვლასთანაა დაკავშირებული. ექსპერიმენტული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ კოკაინის შეწყვეტა გარკვეული დროის მანძილზე მისი მოხმარების შემდეგ, იწვევს დოფამინის გამოყოფის მკვეთრ დაქვეითებას მიმდებარე ბირთვში (nucleus accumbens). ამგვარი ეფექტის კლინიკური კორელატები შეიძლება იყოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ანჰედონია და მაქსიმალური რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების მოპოვების ძლიერი სურვილი.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები