ნარი
ნარი - (Cirsium echinus [M. Bieb.] Hand.-Mazz.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteracaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 40-60 სმ სიმაღლის. ზედა ნაწილში დატოტვილია, ღეროები დაღარულია და უხვად შებუსული აბლაბუდასებური ბეწვით. ფესვთანური და ქვედა ფოთლები მოყვანილობით ხაზურაა, ფრთისებურად დანაკვთული სამკუთხა ნაკვთებით. კიდეებზე ხშირი წამწამისებური ეკლებითაა შემოსილი. ზემოდან შიშველია, ქვემოდან – შებუსული. ღერომხვევი. ზედა ფოთლები პატარაა და ხაზურ-ლანცეტა. სულ ზედა ფოთლები თითქმის რედუცირებულია და გრძელი ეკლებით ხასიათდება. კალათა მრავალია, კენწრული ან იღლიური. ყვავილები მოთეთრო-მოვარდისფროა. ყვ. ნაყ. VII-IX. გავრცელებულია მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, გზის პირებზე. გვხვდება ყველგან. მთელ საქართველოში.
ნარი – ბიბლიური მცენარე
„გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე“. (ესაია 5, 6)