ნაოჭა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაოჭა სოკო

ნაოჭა სოკო (ლათ. Gyromitra esculenta (Fr.), რუს. Строчок обыкновенный),

ქუდი – 2-10 სმ დიამეტრისაა; ტალღოვანი, ტვინისებურად დანაოჭებული ზედაპირით, კიდეები ნაწილობრივ ფეხთანაა შეზრდილი; მუქი ყავისფერი ან წაბლისფერია.

ფეხი – 3-9 სმ სიგრძისა და 1,5-4 სმ სისქისაა; ცილინდრულია ან ბოლქვისებრი, სიგრძივ ნაოჭიანი, ფუყე; მოთეთრო ან მურა მოყვითალო, ზოგჯერ მოწითალო.

სპორები – ელიფსურია, 16-25X8-13 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 200-300X12-16 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში, გზებთან ახლოს; გაზაფხულზე.

გამოყენება – პირობითად საჭმელი სოკოა, იხმარება მხოლოდ წყალში 20-30 წთ დუღილის შემდეგ, წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლა გარდაუვალია. სხვა ქვეყნებში ნაოჭა სოკოთი მოწამვლის მრავალი სასიკვდილო შემთხვევაა აღნიშნული. ჩვენში საჭმელად არ ხმარობენ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები