ნანჰვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნანჰვა (აფხ. Нанҳәа) – მარიამობა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან აფხაზებს თითქმის წარმოდგენა არ ჰქონდათ მარიამ ღვთისმშობელზე, ამ დღეს მაინც დღესასწაულობდნენ და უქმობდნენ, მსხვერპლს სწირავდნენ და ლოცულობდნენ ანანა-შაცვას სახელზე და გამრავლებასა და მფარველობას შესთხოვდნენ; იცოდნენ ასევე მარიამობის მარხვის დაცვა, ე. წ. ნანჰვაჩგარა.
ლიტერატურა
Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.