ნალბანდოვი ალექსანდრე
ნალბანდოვი ალექსანდრე – (Nalbandov Alexsander), ქართველი დიპლომატი, 2011-2016 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში 2016 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში – აკრედიტებული ტუნისის რესპუბლიკაში და ლიბიის სახელმწიფოში
დაიბადა: 14 აპრილი, 1960 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1977-1982 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი;
1997 – სტაჟირება ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში, (ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი,) გაეროს პროგრამის ფარგლებში (ადამიანის უფლებათა სფეროში სახელმწიფო ანგარიშების მომზადება).
სამუშაო გამოცდილება:
11/2005 - 03/2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი;
03/2006-10/2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს უფროსი;
10/2006-12/2008 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი;
11/2008-12/2008 – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
12/2008-12/2010 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
12/2010-04/2011 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
ფლობს: ინგლისურ, რუსულ და სლოვაკურ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.