ნაკაშიძე ბადრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბადრი ნაკაშიძე – დაიბადა 1964 წლის 3 აპრილს ბათუმში. — პოლიტიკოსი, იურისტი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1985).
შრომითი გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრი (1991-92);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №10.79 ბათუმის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წევრი (1997-2000);