ნათაძე ლევან
ნათაძე ლევან (1880, სოფ. კასპი, გორის მაზრა - 1922, თბილისი) - ქართველი სოციალ-დემოკრატი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაამთავრა 4 კლასი სათავადაზნაურო სკოლაში, მე-5-8 კლასები თბილისის მესამე გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. მისი პარტიული მოღვაწეობა 1902 წლიდან იწყება, აქტიურ აგიტაციას ეწეოდა, ავრცელებდა პროკლამაციებს და სტატიებს წერდა მარქსისტულ პრესაში. იყო 6-ჯერ დაპატიმრებული და 2-ჯერ თბილისიდან გასახლებული რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი ჟურნალისტური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაზ. „Борьба“-ს რედაქტორობა. შემდგომ პერიოდში იყო სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „ერთობის" რედაქტორი; კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი, აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას ეწეოდა განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის კუთხით, მონაწილეობდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, თუმცა ტიფის ეპიდამიას ემსხვერპლა. თავდაპირველად დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
ნოდარ ჩხაიძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919 თბ., 2016.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები
- 1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- ნათაძეები