ნავდაარანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავდაარანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,4 X 8,05 მ), ნაგებია რიყის ქვით. მოგვიანებით ეკლესია შეუკეთებიათ: დარბაზი ახალი კამარით გადაუხურავთ, სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმელი დაუდაბლებიათ და დაბალი თაღით გადაუხურავთ. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან არქიტრავითაა გადახურული, ხოლო გარედან ტიმპანი აქვს. აღმოსავლეთით მცირე მხრებით გამოყოფილი აფსიდია, რომლის ღერძზე ერთი ფართო სარკმელია. ერთი სარკმელი ეკლესიის სამხრეთ კედელშიცაა. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია კედლიდან გამოშვერილი საფეხურები.

ეკლესიას ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენი აქვს. იგი ეკლესიაზე მოკლეა. მინაშენში ეკლესიიდან შეიძლება შესვლა. მინაშენს აღმოსავლეთით ვიწრო სწორკუთხა სარკმელი აქვს, გადახურულია დამრეცი კამარით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები