ნადარეიშვილი ზვიად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზვიად ნადარეიშვილი – (დ. 25 ნოემბერი, 1959, აბაშა — გ. 12 ოქტომბერი, 1992).
განათლება – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (1981). სამხედრო სამსახური (1981- 83).
სამუშაო გამოცდილება
- მშენებელ-ინჟინერი (1984-90).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი (ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).