ნაგვერდული (ყუაფიცარი) – მორის სიგრძეში დახერხვის პირველი განაპირა არასრული ნახევარმორი, დაუმუშავებელი ფიცარი. გამოიყენება ხარაჩოების, ცემენტის შესანახი ბუნკერების, დროებითი გადასასვლელი გალერეების კედლების, ღობეებისა და სხვა მეორეხარისხოვანი ნაგებობების მოსაწყობად.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი