მჭელეული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მჭელეული - ხელეული (ხელეური), ნამგლით მომკილი პური, რაც მომკელის ერთ მუჭში თავსდება.
მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი. (ფსალ.125, 6)
წყარო
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი