მჭადიჯვარელი ქალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მჭადიჯვარელი ქალი – სამშობლოსთვი თავგანწირული მამაცი მოხუცი ქალი, ერეკლე მეორის თანამედროვე სახალხო გმირი. მჭადიჯვარელმა ქალმა 1755 წელს გამოიჩინა გასაოცარი გმირობა ხუნძახის მფლობელის ნურსალ ბეგის წინამძღოლობით შემოსეულ ლეკებთან ბრძოლაში, მჭადიჯვარელმა ქალმა მჭადისჯვრის ციხესთან ბრძოლაში მოკლა რამდენიმე ლეკი, მტერს საფარი დაუწვა და თითონაც დაიღუპა. ისტორიკოსის ცნობით ამგვარი მამაცობისთვის „ქებასა მისსა მოუთხრობდნენ შაირითა მესტვირენი“ (ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, გვ. 50). მჭადიჯვარელი ქალის სახელი ქრისტინე ყოფილა (ტრ. რუხაძე, სახელი მჭადიჯვარელი დედაკაცისა, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1945, № 36). მჭადიჯვარელის გმირობაზე მოღწეულია გადმოცემა და საისტორიო ბალადა („ხუნძახმა სთქვა: სარდალი ვარ“). მჭადისჯვარელ ქრისტინეზე ხალხი გადმოსცემს: „იქ რომ ბებერმა საქმე ჰქნა, ის არ უქნია სხვასაო“.

ქ. სიხარულიძე


ლიტერატურა

  • გ. ლეონიძე, გმირი დედაბერი, „კომუნისტი“, 1941 წ.№ 310;
  • ქ. სიხარულიძე, ქართველი ხალხის ბრძოლა სამშობლოსათვის ერეკლე მეორის ხელმძღვანელობით, 1942;
  • ქართველი სახალხო გმირები, 1952.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები