მწვანე მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი– (ინგლ. Green Monastery) – წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. მდებარებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩითახევის ულამაზეს ხეობაში.

მონასტერს ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. აქ არცერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული – ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აუშენებიათ IX საუკუნეში. სამონასტრო კომპლექსში შედის უხეშად დამუშავებული ქვით ნაგები ბაზილიკის ტიპის ეკლესია და სამრეკლო. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულად მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ წახნაგზე, თაღის ქვემოთ (ლავგარდნის ქვეშ), მოთავსებულია რელიეფი, რომელიც წმინდა გიორგის ვეშაპთან ბრძოლას გამოხატავს. XVI საუკუნეში ირანის მმართველის შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ. XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და იქ 2002 წლიდან მამათა მონასტერი აღდგა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები