მწარე დუმასოკო
მწარე დუმა სოკო (ლათ,Suillus piperatus (Fr.) Kuntre. რუს. Масленок перечный)
ქუდი – 1-6 სმ დიამეტრისა, ამოზნექილია ან ბრტყელი, ხავერდოვანი ზედაპირით, ნესტიან ამინდში ლორწოიანია, კანი ადვილად სძვრება, მოყავისფროა ან მოყვითალო-ყავისფერი. ფორების შრე შეზრდილია ფეხთან ან ოდნავ დაღმავალია, მსხვილკუთხიანი, არასწორი ნასვრეტებით, მოვარდისფრო-მოყვითალოა ან ყავისფერი.
ფეხი – 2-5 სმ სიგრძისა და 0.3-1 სმ სისქისაა; ცილინდრულია, ძირისკენ წვრილდება, მურა ან მოწითალო-ოქროსფერია, ძირში – ყვითელი.
რბილობი – მოვარდისფრო-მოყვითალოა, ჰაერზე ფერს არ იცვლის, განსაკუთრებული სუნის გარეშე, მძაფრი, მწარე გემოთი.
სპორები – თითისტარისებრია, მოყვითალო მურა. 7-12X3-5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
საჭმელად უვარგისია. ლიტერატურაში ზოგან აღნიშნულია, როგორც შხამიანი, მაგრამ მისგან მოწამვლის შემთხვევა ცნობილი არ არის.