მცხეთის წმინდა დემეტრეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცხეთის წმინდა დემეტრეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთის გარეუბან კოდმანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ციცაბო ფერდობის პირზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. დაზიანებულია – კედლები დაბზარული და ადგილ-ადგილ გამონგრეულია, სახურავი ჩაქცეულია.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,7X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზი უსწორო ნახევარწრის ფორმის კამარითაა გადახურული. კამარას შუაში აქვს საბჯენი თაღი, რომელიც კამარის ქუსლებთან ჩასმულ იმპოსტისმაგვარ შვერილებს ეყრდნობა (სამხრეთის შვერილი ჩამოშლილია). აღმოსავლეთ და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველში დგას მასიური სატრაპეზო ქვა (სხვა ეკლესიიდან აქ გადმოტანილი საკურთხევლისწინა, ჯვრის პოსტამენტი). საკურთხეველში სარკმელთან ჩასმულ ქვაზე (ასევე გადმოტანილია სხვა ძეგლიდან) წითელ საღებავგადასმული ასომთავრული წარწერაა. ეკლესია შელესილი და მოხატული ყოფილა (საკურთხეველთან შემორჩენილია საღებავის ნაშთი).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები