მშვიდობის პაქტი 1949

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობის პაქტი 1949 – ინიციატივის სახელწოდება, რომელიც წარდგენილი იყო გაეროს გენერალური ასამბლეის განსახილველად 23. 1949. დოკუმენტი შეიცავდა; გენერალური ასამბლეის მოწოდებას, დაეგმო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა, რომლის, როგორიც სსრ, თვლიდა, მიმართული იყო ახალი ომის გაჩაღებისაკენ: ეცნო ატომური იარაღის გამოყენება, როგორც შეუთავსებელი ქმედება გაეროს წესდებისადმი და კაცობრიობის სინდისისა ღა მისწრაფებებისადმი; მოთხოვნას, გაეტარებინა გაეროს ქმედითი ღონისძიებანი ატომური იარაღის უპირობო აკრძალვისა და შესაბამისი მკაცრი საერთაშორისო საკონტროლო მექანიზმის დაწესების მიზნით; მოწოდებას ყველა სახელმწიფოსადმი, გადაეწყვიტათ თავიანთი დავები მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ასევე სურვილს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს გაეერთიანებინათ თავიანთი ძალისხმევა მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნების მიზნით ღა დაედოთ ერთმანეთს შორის „მშვიდობის განმტკიცების პაქტი“. წინადადება მშვიდობის პაქტის დადების შესახებ უარყოფილ იქნა გაეროში უმრავლესობის მიერ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები