მშენებლობა (დარგი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მშენებლობა – მატერიალური წარმოების დარგი, რომელშიც წარმოიქმნება საწარმოო და არასაწარმოო ძირითადი ფონდები. მშენებლობა მეურნეობის დამოუკიდებელი დარგია, რომლის ნაწარმია – გამზადებული ან რეკონსტრუირებული სამრეწველო ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები, მილსადენები, კაშხლები და სხვ. მშენებლობის შედეგად წარმოებს ძირითადი ფონდების გაფართოებული კვლავწარმოება. [[სამშენებლო ინდუსტრია|სამშენებლო ინდუსტრიის]] საფუძველს წარმოადგენს საიჯარო, სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციების ერთობლიობა, აგრეთვე საპროექტო, საძიებო და სამეცნიერო ორგანიზაციები.